შესავალი
უშვილობის მკურნალობისას სასურველი შედეგის გარეშე დახარჯული უზარმაზარი ფულადი რესურსი და ნერვიულობაში გატარებული წლები - უკვე წარსულია. ეს მოძველებული მეთოდების გამოყენების და დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია.
ტექნოლოგიური პროგრესი და სამეცნიერო მიღწევები დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებზე მკაფიო პასუხებს იძლევა. ექიმისა და პაციენტისთვის ეს ნიშნავს ყველაზე ძვირფასი რესურსის - დროის დაზოგვას და სასურველ შედეგს: ახალ, ჯანმრთელ ოჯახს.
ჩვენი მომხსენებლები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები იმ თემებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ, რაც დღეს ევროპასა და ამერიკაში დარგობრივი ასოციაციების რეკომენდაციებით და გაიდლაინებით არის გათვალისწინებული.
გენეტიკური (მოლეკულური) კვლევის გამოყენებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ექიმები პაციენტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან.
ქართული სამედიცინო საზოგადოება, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დახმარებით, უკვე ორი წელია ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევით - მომავალი თაობის სექვენირების (NGS) მეთოდით, მოლეკულურ/გენეტიკურ დიაგნოსტიკით წარმატებით სარგებლობს.
ოჯახის დაგეგმვის ყველა ეტაპზე: ჩასახვამდე (გენეტიკური დაავადების მატარებლობაზე), ინ-ვიტრო განაყოფიერებისას (ემბრიონების გენეტიკური ტესტირება) თუ პრენატალური კვლევები ორსულობის პერიოდში, ახალშობილთა სქრინინგი და პოსტნატალური კვლევის შესაძლებლობები - უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ შედეგებს, დაზოგილ დროსა და ფინანსებს. ექიმისთვის კი - უკეთეს სტატისტიკურ მონაცემებს და კმაყოფილ პაციენტებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონაწილეებისათვის
- ადგილმდებარეობა: რესპუბლიკა
- თარიღი: ივნისი 08, 2019
ღონისძიება შედგება 2 ნაწილისაგან, რომლებზე დასწრებაც მონაწილის შესაბამისი პაკეტით არის გათვალისწინებული.
პაკეტი # 1 მხოლოდ კონფერენცია - საშუალებას გაძლევთ დაესწროთ კონფერენციას, გაეცნოთ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს სიახლეებსა და თანამედროვე მიღწევებს. გაიგოთ მეტი ახალი კვლევების შესაძლებლობებსა და მათი გამოყენების საშუალებებზე. პაკეტი # 1 - ღირებულება 50 ლარი;
პაკეტი # 2 კონფერენცია + დახურული After Party ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ადგილას - რესპუბლიკაში, ღია ვერანდაზე, შესანიშნავი ხედებით ქალაქზე, არაფორმალურ გარემოში. ეს არის შესაძლებლობა პირადად გაიცნო ყველაზე პოპულარული დარგის ლიდერები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, გაცვლოთ იდეები და ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება. Networking-ის ეს საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადი კონტაქტების დასამყარებლად მათთან ვინც თანამედროვე და მომავლის მედიცინას ქმნის. პაკეტი # 2 - ღირებულება 150 ლარი.
როგორც კონფერენციის მონაწილე თქვენ იღებთ:
1. დასწრებას კონფერენციაზე და
2. მონაწილის სასაჩუქრე პაკეტს
- ჩანთა
- პროგრამა
- ბლოკნოტი
- კალამი
- საინფორმაციო მასალები
- მონაწილეობის სერტიფიკატი
- ყავის შესვენება და ბრანჩი
ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
მომხსენებლები
მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
დოქტორი სტივენ ლითლი, წარმატებული ბიოტექნოლოგიური ანტრეპრენერი, პერსონალიზებული მედიცინის, companion diagnostic- ის განვითარებისა და წარმოების ინოვატორი და DxS – ის ყოფილი ხელმძღვანელია. კომპანია DxS - ი 2001 წელს 3.5 მილიონი ფუნტით შეიქმნა და სტივის ხელმძღვანელობით ის 2009 წელს QIAGEN BV-მ 85 მილიონ ფუნტად შეისყიდა. DxS-ის იყო პირველი ვინც მოლეკულური ტესტები როგორიც KRAS და EGFR -ის მუტაციების ანალიზებია სიმსივნის ნოვატორული თერაპიების განვითარებისათვის გამოიყენა. როდესაც 2009 წელს QIAGEN-მა DxS შეიძინა, ვიცე პრეზიდენტის პოსტი სტივენმა დაიკავა. მისი ძირითადი საქმიანობა პერსონალიზებული ჯანდაცვისა და კომპანიონ დიაგნოსტიკის განვითარების მიმართულებით, ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობა იყო.
დოქტორი ლითლი 20 წლის განმავლობაში დიაგნოსტიკის მიმართულების სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა Astra Zeneca-სა და ICI-ში. ქიმიური წარმოების ბრიტანული მაგნატი - ICI – Imperial Chemical Industries - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანიაა. 70 წლის მანძილზე 33,000 გამოგონებისა და 150,000-ზე მეტი საერთაშორისო პატენტის მფლობელია სხვადასხვა დარგში, დაწყებული ონკოლოგიური პაციენტებისათვის ქიმიოთერაპიის პრეპარატების შექმნით, დამთავრებული პოლიმერების წარმოებით. ICI-ს ერთ-ერთი ნაწილი, ალფრედ ნობელის მიერ დაფუძნებული კომპანიაა.
2001 წლის მონაცემებით ICI-ს 38,596 თანამშრომელი ჰყავს და მისი წლიური გაყიდვები 6.4 ტრილიონი ფუნტი სტერლინგია. დოქტორ სტივენ ლითლს დოქტორის ხარისხი, ედინბურგში, ჰარიოტ-ვატის უნივერსიტეტში აქვს მინიჭებული.
Ivana Mesic, MD, PhD
ThermoFisher
ალიკანტე, ესპანეთი
Bioarray
დამფუძნებელი, სამეცნიერო და ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ბიოლოგი, გენომიკისა და პროტეომიკის სფეროს მკვლევარი, მომავალი თაობის სექვენირებით, მნიშვნელოვანი გამოცდილება ბიოინფორმატიკის სფეროში.
Ilia Kanivets, MD, PhD
მოსკოვი, რუსეთი
კლინიკური გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო გენეტიკის ცენტრი ,,გენომედი".
თბილისი, საქართველო
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი
გენომის რედაქტირების ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარი, სამედიცინო გენეტიკis კვლევის ცენტრი,
რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და ციტოგენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ESHG- ის წევრი
პროგრამა
10:00 - 11:00 | Participant Registration, Welcome coffee & Networking | |
11:00 - 11:30 | Next Generation Sequensing (NGS) in Reproductive Health | A. Lavrov |
11:30 - 12:00 | Preimplantation Genetic Testing For Aneuploidies (PGT-A, Former PGS) | L. Alcaraz |
12:00 - 12:30 | Coffee Break and Networking | |
12:30 - 13:00 | Preimplantation Genetic Testing for Monogenic/Single Gene Disoders (PGT-M, PGD) | L. Alcaraz |
13:00 - 13:30 | Comparative Genome Hybridization in Modern Medicine | I. Kanivets |
13:30 - 14:20 | Brunch | |
14:20 - 15:00 | Principles and practice of non-invasive prenatal testing | S. Little |
15:00 - 15:20 | Discussion and closing remarks | |
15:20 - 17:00 | After Party - Wine&Cheese |
ორგანიზატორები
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია პირველი ქართული ლაბორატორია, რომელიც გერმანული TÜV SÜD-ის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია გენეტიკური კვლევების დარგში. გენეტიკურ ლაბორატორიაში ევროკავშირის მიერ CE - IVD სერტიფიცირებული კვლევები, პროცესები და მეთოდებია დანერგილი. ეს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნების და რეგულაციების სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს (ევროკავშირის In Vitro დირექტივა 98/79/EC).
ჩვენი გეგმა
თანამედროვე და ინოვაციურ ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით, საქართველოში შესაძლებელი უნდა გავხადოთ ფაქტიურად ნებისმიერი მოლეკულურ - გენეტიკური კვლევის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მაქსიმალური სიზუსტით.
ჩვენი საერთაშორისო გუნდის მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას იძლევა მიღებული შედეგები გენეტიკის უკანასკნელი სიახლეების გათვალისწინებით დამუშავდეს და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები.
ჩვენ გვჯერა, რომ პერსონალურ/პრეციზულ მედიცინას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ისეთივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
საკონტაქტო ინფორმაცია
დ. აღმაშენებლის ხეივანი # 240
თბილისი, საქართველო
+ 995 32 2 052 888 (501)
conference@nlg.ge
საკონტაქტო პირი: მედეა ჟვანია
კონფერენციის ოქროს სპონსორები არიან:
Copyright © 2019 The National Laboratory of Genetics