პირველი ტრიმესტრის ტრადიციულ სქრინინგს, რომელსაც ორსულებს სთავაზობდნენ, ეწოდება პირველი ტრიმესტრის კომბინირეული ტესტი (FTCT). კომბინირებული ტესტი მოიცავს ნაყოფის კისრის გამჭვირვალობის (NT) ულტრაბგერითი კვლევას და კონკრეტულ ჰორმონებზე ორსულის სისხლის ანალიზს. ნაყოფის ტრისომიების გამოსავლენად ეს მეთოდი ნაკლებად ზუსტია (85-90%), თუმცა, მაინც შესაძლებელია დაგვეხმაროს როგორც დედის, ისე ნაყოფის გართულებების ადრეულ გამოვლენაში.
არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT - Non Invasive Prenatal Test), კომბინირებულ ტესტთან შედარებით თანამედროვე, უსაფრთხო, მარტივი და უფრო ზუსტი ტესტია, რომლისთვისაც საჭიროა მხოლოდ ორსულის ვენური სისხლის მცირე ნიმუში. არაინვაზიური პრენატალური ტესტი ორსულობის ადრეულ ეტაპზე, მე-10 კვირიდან განსაზღვრავს ნაყოფის გენეტიკური/ქრომოსომულ პათოლოგიების რისკებს მაღალი სიზუსტით და განსაზღვრავს ნაყოფის სქესს.
არაინვაზიური პრენატალური ტესტირების პოპულარობა, მისი ბევრი უპირატესობის გამო მსოფლიოში სწრაფად იზრდება. კონფერენციაზე „არაინვაზიური პრენატალური სქრინინგი 2019“ განიხილება არაინვაზიური პრენატალური ტესტირების ტექნოლოგია და საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკის შედეგები. განვიხილავთ საქართველოში არაინვაზიური პრენატალური ტესტირების შესაძლებლობებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეებისათვის
• ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, თბილისი; კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია #200)
• თარიღი: 12 მარტი, 2019
• სამუშაო ენა: ინგლისური
• რეგისტრაციის საფასური 35 ლარი მოიცავს:
ლექციაზე დასწრება
მონაწილის პაკეტი:
- ჩანთა
- პროგრამა
- ბეიჯი
- ბლოკნოტი
- კალამი
- მაუსპადი
- საინფორმაციო ბროშურები
- სერტიფიკატი
- 2 ყავის შესვენება და ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
• მოწვეული მომხსენებლები
Dr. Little
დოქტორი სტივენ ლითლი, წარმატებული ბიოტექნოლოგიური ანტრეპრენერი, პერსონალიზებული მედიცინის, companion diagnostic- ის განვითარებისა და წარმოების ინოვატორი და DxS – ის ყოფილი ხელმძღვანელია. კომპანია DxS - ი 2001 წელს 3.5 მილიონი ფუნტით შეიქმნა და სტივის ხელმძღვანელობით ის 2009 წელს QIAGEN BV-მ 85 მილიონ ფუნტად შეისყიდა. DxS-ის იყო პირველი ვინც მოლეკულური ტესტები როგორიც KRAS და EGFR -ის მუტაციების ანალიზებია სიმსივნის ნოვატორული თერაპიების განვითარებისათვის გამოიყენა. როდესაც 2009 წელს QIAGEN-მა DxS შეიძინა, ვიცე პრეზიდენტის პოსტი სტივენმა დაიკავა. მისი ძირითადი საქმიანობა პერსონალიზებული ჯანდაცვისა და კომპანიონ დიაგნოსტიკის განვითარების მიმართულებით, ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობა იყო.
დოქტორი ლითლი 20 წლის განმავლობაში დიაგნოსტიკის მიმართულების სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა Astra Zeneca-სა და ICI-ში. ქიმიური წარმოების ბრიტანული მაგნატი - ICI – Imperial Chemical Industries - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური კომპანიაა. 70 წლის მანძილზე 33,000 გამოგონებისა და 150,000-ზე მეტი საერთაშორისო პატენტის მფლობელია სხვადასხვა დარგში, სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის ქიმიოთერაპიის პრეპატარების შექმნიდან დაწყებული პოლიმერების წარმოებით დასრულებული. ICI-ს ერთ-ერთი ნაწილი, ალფრედ ნობელის მიერ დაფუძნებული დინამიტების კომპანია გახლდათ.
2001 წლის მონაცემებით ICI-ს 38,596 თანამშრომელი ყავს და მისი წლიური გაყიდვები 6 425 000 000 000 ფუნტ სტერლინგია. დოქტორ სტივენ ლითლს დოქტორის ხარისხი, ედინბურგში, ჰარიოტ-ვატის უნივერსიტეტში აქვს მინიჭებული.
ზაზა სინაურიძე
მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ააიპ „პერინატოლოგია“, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემ“-ის კლინიკური დირექტორი
მაკა ჭიპაშვილი
ექიმ-გენეტიკოსი, მედიცინის დოქტორი, ააიპ „პერინატოლოგია“
ალექსანდრე ლავროვი, MD, PhD
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი
• პროგრამა
15:00 - 16:00 | მონაწილეების რეგისტრაცია, ყავის შესვენება და გაცნობა | |
16:00 - 16:05 | გახსნა და მისალმება | გ. ჩალაძე |
16:05 - 16:25 | პრენატალური სქრინინგის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში | მ. ჭიპაშვილი |
16:25 - 16:45 | პრენატალური დიაგნოსტიკა: შედეგების ანალიზი და ახალი გამოწვევები | ზ. სინაურიძე |
16:45 - 17:25 | არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT): ტექნოლოგიის საფუძვლები | S. Little |
17:25 - 17:50 | ყავის შესვენება | |
17:50 - 18:30 | არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT): ტესტი „იონა“-ს შედეგები კლინიკურ პრაქტიკაში | S. Little |
18:30 - 18:50 | მოლეკულური გენეტიკა რეპროდუქციაში: თანამედროვე შესაძლებლობა და სიახლე საქართველოში | A. Lavrov |
18:50 - 19:00 | დახურვა |
• ორგანიზატორები
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია პირველი ქართული ლაბორატორია, რომელიც გერმანული TÜV SÜD-ის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია გენეტიკური კვლევების დარგში. ერთადერთი ლაბორატორია საქართველოში სადაც ევროკავშრის მიერ CE - IVD სერტიფიცირებული კვლევები, პროცესები და მეთოდებია დანერგილი. ეს ევროკავშირის ხარისხის მოთხოვნების და რეგულაციების სრულ დაკმაყოფილებას ნიშნავს (ევროკავშირის In Vitro დირექტივა 98/79/EC).
• ჩვენი მიზანია:
თანამედროვე და ინოვაციურ ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით, საქართველოში შესაძლებელი გავხადოთ ფაქტიურად ნებისმიერი მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და მაქსიმალური სიზუსტით.
ჩვენი საერთაშორისო გუნდის მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას იძლევა მიღებული შედეგები სფეროს უკანასკნელი სიახლეების გათვალისწინებით დამუშავდეს.
ჩვენ გვჯერა, რომ პერსონალურ/პრეციზულ მედიცინას ალტერნატივა არ გააჩნია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
• კონტაქტი
დ. აღმაშენებლის ხეივანი 240
თბილისი, საქართველო
+ 995 32 2 052 888 (501)
საკონტაქტო პირი: მედეა ჟვანია
Copyright © 2019 The National Laboratory of Genetics